
რა გზა გაიარა თამაზ ბორაშვილმა სუს-ის უფროსად დანიშვნამდე ?
ბორაშვილის გზა სუს-ის უფროსობამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი დაინიშნა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თამაზ ბორაშვილის კარიერა ძირითადად ძალოვან და უსაფრთხოების სტრუქტურებში განვითარდა და სუს-ის ხელმძღვანელობამდე გზა სწორედ ამ სისტემაში ეტაპობრივად გაიარა. კარიერა უსაფრთხოების სისტემაში : ირაკლი კობახიძის თქმით, ბორაშვილი სამართალდამცავ სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს.










