
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
ნინო წილოსანი აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვაზე – არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა
„მეგობრობის აქტი“ თუ „ქართველი ხალხის აქტი“ კარგად არის დაბრენდილი იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი აუხვიონ და მოგვაჩვენონ, თითქოს და ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება, – ასე ეხმაურება აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. წილოსანის განცხადებით, „არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა“.









