
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი კობახიძე – საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მზად ვართ, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ
საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი როლი შეასრულოს. „საქართველო მხარს უჭერს










