
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი – კალასი თუ სხვა ევროჩინოვნიკები იქნებიან იმ მოცემულობის წინაშე, რომ საქართველოს მიმართ ცალკეული ძალების სურვილები სამართლიანი დამოკიდებულებით შეიცვალოს
ევროკავშირმა საქართველოსადმი დამოკიდებულება და პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ეს ყველაფერი დღითი დღე მეტად დადგება დღის წესრიგში ევრაზიის კონტინენტზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს დასცილდა, რაც ევროჩინოვნიკებმა უნდა გაიაზრონ. „დადებითია, რომ გეოგრაფიის თვალსაზრისით სხვადასხვა მიდგომა ერთგვარი მიდგომით შეიცვალა და თვალი გაუსწორეს მსოფლიო რუკას,










