• May

    4

    2026
  • 59
  • 0
ნინო წილოსანი – კაია კალასმა ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს

ნინო წილოსანი – კაია კალასმა ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავთ კაია კალასსა და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესსა და მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.

„საზოგადოება ხედავს, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას, და წევრი სახელმწიფოები როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ, როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და პოლიტიკას გიწუნებს, ალბათ მარტივია, არჩევანი გააკეთო, სად დგას სიმართლე.

ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესსა და მოთხოვნებთან არის სრულ თანხვედრაში. თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა წილოსანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor