
არსებობს თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე – შსს-ს თანამშრომლები წვრთნებს გადიან ?
ბოლო დღეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ იუწყება. ,,სუს”-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. ლილუაშვილის უწყების მტკიცებით, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი ავტორი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი







