
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობა ყაზახეთთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა, დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს თანამშრომლობის გასაფართოებლად
მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას. კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. „მინდა, გამოვიყენო ეს










