• June

    29

    2026
  • 31
  • 0
მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, შუა დერეფნის თვალსაზრისით, ყაზახეთში ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, შუა დერეფნის თვალსაზრისით, ყაზახეთში ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, ისევე, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ყაზახეთის ხელისუფლების პირველ პირებთან.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, მათ შორის შედგება მრავალი ორმხრივი შეხვედრა – ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ისევე როგორც ყაზახეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ყაზახეთთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორი ქვეყნის როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.

„მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი ორი ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში, რამდენადაც უკვე ძალიან მზარდია ტვირთნაკადი უშუალოდ შუა დერეფანში. ჩვენ განსაკუთრებულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან და, ამდენად, საერთო ინიციატივებით ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ყოველთვე ეს ინიციატივები უკვე რეალურ შედეგებში ისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმები ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor