• June

    1

    2026
  • 53
  • 0
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა

ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნიბით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მიზეზი ლიბანში ისრაელის ქმედებებია.

„ისრაელის რეჟიმის მიერ ლიბანზე თავდასხმების გაგრძელების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რაც ახლა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც, დარღვეულია, ირანის მომლაპარაკებელი გუნდი წყვეტს მოლაპარაკებებს და შუამავლების მეშვეობით ტექსტების გაცვლას“, – წერს Tasnim-ი.

სააგენტოს ცნობით, ირანი მოითხოვს ისრაელის მიერ ღაზასა და ლიბანში ომების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე ლიბანიდან ისრაელის არმიის სრულად გაყვანას. Tasnim-ის ცნობით, ვიდრე ამ საკითხებზე პოზიცია არ შეთანხმდება, მოლაპარაკებები არ გაიმართება.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, თეირანმა და რეგიონში მისმა მოკავშირე შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღის წესრიგში დააყენეს ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვა და სხვა ფრონტების გააქტიურება, მათ შორის ბაბ ელ-მანდების სრუტის.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე დარტყმების ბრძანება გასცა.

სიენენი“ ისრაელის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბეირუთზე დარტყმის შესახებ გეგმები აშშ-თან იყო კოორდინირებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor