• October

    25

    2024
  • 75
  • 0
აზერბაიჯანის საგარეო უწყება – აშშ-ს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში ან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევის საშუალება

აზერბაიჯანის საგარეო უწყება – აშშ-ს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში ან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევის საშუალება

აშშ-ს არ აქვს უფლება, დაამახინჯოს ან გამოიყენოს ადამიანის უფლებების საკითხები, როგორც შიდა საქმეებში, საგამოძიებო პროცესებში ან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევის საშუალება, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები სრულად არის უზრუნველყოფილი.

„ამავდროულად, როგორც შეერთებულ შტატებში, მოქალაქეები, რომლებიც იხდიან სასჯელს კრიმინალური ქმედებებისთვის, ექვემდებარებიან შესაბამისი კანონების მოთხოვნებს სასჯელის მოხდის რეჟიმის შესახებ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ზოგიერთი უცხო ქვეყნის მთავრობისა და პოლიტიკოსის მოთხოვნები, გაათავისუფლონ შიდა კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მსჯავრდებული პირები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor