• November

    19

    2026
  • 22
  • 0
აზერბაიჯანის საელჩო – ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

აზერბაიჯანის საელჩო – ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, – ამის შესახებ  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„2026 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ფაქტი ჩვენში ღრმა მწუხარებას იწვევს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ.

ღრმა მწუხარებით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. თავდაპირველად მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor