• October

    6

    2024
  • 87
  • 0
ალექსანდრე დარახველიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ალექსანდრე დარახველიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, იოგან მერფისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში უწყების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა გადამზადებას, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანი შესრულება.

ალექსანდრე დარახველიძემ გამოთქვა მზაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად ითანამშრომლოს და შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor