• September

    21

    2024
  • 78
  • 0
ანდრეი სიბიგა – უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, სპეცსამსახურებმა პარტნიორებს ინფორმაცია უკვე გადასცეს

ანდრეი სიბიგა – უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, სპეცსამსახურებმა პარტნიორებს ინფორმაცია უკვე გადასცეს

უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, საუბარია ატომური სადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხო მუშაობისთვის.

„ამ ობიექტებზე დარტყმა ქმნის ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს, რასაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც“, – აღნიშნავს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე წერს, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დაიკავა ატომური სადგური ევროპაში, რითაც მსოფლიოს აშანტაჟებს.

ის ასევე მადლობას უხდის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკრაინის რიგ ენერგეტიკულ ობიექტებზე მისიების გაფართოების გადაწყვეტილებისთვის და ითხოვს ამ შეთანხმებების განხორციელების დაჩქარებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor