
„არანაირ ცილისწამებას არ შეუძლია დაჩრდილოს სიმართლე“ – ცოტნე ანანიძეს მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს, სოციალურ ქსელში მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ. მათი გამოხმაურებები ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ანანიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.
მოქალაქეები საკუთარ პოსტებში გავრცელებულ ცნობებს მიკერძოებულად აფასებენ, ცოტნე ანანიძის მიმართ ნდობას გამოხატავენ და მის საქმიანობასა და პიროვნულ ღირსებებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„არანაირ ცილისწამებას არ შეუძლია დაჩრდილოს სიმართლე. სრულად ვუჭერ მხარს ცოტნე ანანიძეს. ხალხის ნდობა ურყევია!“,- წერს ერთ-ერთი მხარდამჭერი.
ცოტნე ანანიძის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს მოქალაქე ანრი ცინცქილაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პიროვნულ თვისებებსა და პრინციპულობას უსვამს ხაზს.
„ცოტნე ანანიძე – ღირსებით სავსე, საოცარი ადამიანი და ნამდვილი ვაჟკაცობის ეტალონი. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა, რომლის პრინციპულობა და ადამიანური ღირსებები განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. სრული მხარდაჭერა და პატივისცემა მას!“ ,-წერს ანრი ცინცქილაძე.
,,GEO NEWS”





