• August

    22

    2026
  • 129
  • 0
აფხაზეთთან ფრთხილად – აფხაზეთი გველოდება

აფხაზეთთან ფრთხილად – აფხაზეთი გველოდება

არანაირი დავა არ შეიძლება იმაზე, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია და ჩვენი ქვეყნის ისტორიული მხარეა. მაგრამ ის, რაც დღეს აფხაზეთის თემის ირგვლივ ხდება – მისი პოლიტიკურ მანიპულაციად ქცევა და საზოგადოებაში ემოციური დაპირისპირების გაღვივება – განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

აფხაზეთის საკითხზე არც ერთ სიტყვაში არ უნდა შევცდეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის გაანალიზება –  საკუთარი შეცდომების აღიარებით, ზუსტი ხედვითა და პოლიტიკური გონიერებით.

ურთიერთობის აღდგენა კი, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ის, აუცილებელია. დრო თავისთავად ვერ ქმნის იმ პრობლემას, რომელსაც პოლიტიკური უვიცობა და გაუთვლელი ნაბიჯები ქმნის. გაცილებით საშიშია პირადი პოპულარობისთვის გაკეთებული აბსურდული განცხადებები, ემოციური რიტორიკა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც შერიგების შესაძლებლობას კიდევ უფრო გვაშორებს.

აფხაზეთი, სამაჩაბლო ის თემებია, რომლებიც ქართულ პოლიტიკას დიდი გამოცდის წინაშე აყენებს. ამ გამოცდის ჩაბარება კი მხოლოდ გონიერებით, თანმიმდევრულობითა და მიზანმიმართული მოქმედებით არის შესაძლებელი.

დღეს ეს განსაკუთრებით უნდა შევიგნოთ – პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, ანალიტიკოსებმა და მთლიანად საზოგადოებამ.

ცალ-ცალკე ამ პრობლემას ვერ გადავჭრით.

გვჭირდება ერთმანეთთან კონკურენცია არა სამშობლოს ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე, არამედ გონივრული გამოსავლის ძიებაში.

აფხაზეთის დაბრუნება მხოლოდ ტერიტორიული საკითხი არ არის. ეს არის ადამიანების, ნდობის, ისტორიული მეხსიერებისა და მომავლის საკითხი.

ამიტომ აფხაზეთთან – ფრთხილად.
რადგან აფხაზეთი გველოდება.

და როცა ის დრო მოვა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ტერიტორიისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც.

,,GEO NEWS”-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, დათო ქაქუთია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor