• August

    3

    2024
  • 108
  • 0

აშშ-ის მთავრობამ 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა

აშშ-ის მთავრობამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა. „ბიბისი“ წერს, რომ შესაბამის გადაწყვეტილება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მიიღო.

ოსტინმა ასევე შეუჩერა უფლებამოსილება ოფიცერს, რომელიც ზედამხედველობას უწევდა სამხედრო ტრიბუნალს, სადაც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და, სანაცვლოდ, მათ სიკვდილით აღარ დასჯიდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ეს შეთანხმება სამ პირზე გავრცელდებოდა, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის განკარგულებიდან ირკვევა, რომ შეთანხმება ხუთ პირთან და, მათ შორის, ტერაქტების ორგანიზატორთა ლიდერთან, „ალ ქაიდას“ წევრთან, ხალიდ შეიხ მუჰამედთანაც გაფორმდა. ყველა მათგანი, უკვე წლებია, გუანტანამოს ციხეში იმყოფება. მათი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა. ისინი ამტკიცებენ, რომ ციხეში მათ აწამებდნენ.

11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგ გამოვიდნენ ტერაქტების დროს დაღუპულთა ახლობლები. ამ შეთანხმებას აპროტესტებდნენ რესპუბლიკელი კონგრესმენები და სენატორებიც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor