• August

    16

    2024
  • 92
  • 0
ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ევროკომისიას მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ

ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ევროკომისიას მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ

ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა წერილით მიმართეს ევროკომისიას, რომლითაც გამოხატეს შეშფოთება უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. წერილის ადრესატი კი, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი ილვა იოჰანსონია.

საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ უნგრეთის გადაწყვეტილება გაუმართლებელია იმის ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და აძლიერებს ჰიბრიდულ მოქმედებებს ევროკავშირის წინააღმდეგ.

„ჩვენ ვღელავთ, რომ ამან შესაძლოა, სერიოზული საშიშროება შეუქმნას ევროკავშირის ყველა წევრის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია წერილში.

მინისტრები ასევე მიესალმებიან, რომ ევროკომისიაა უკვე მუშაობს ამ საკითხზე.

„უნგრეთის პასუხს, თქვენს ანალიზს და შემდეგ ნაბიჯებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ მინისტრები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor