• December

    10

    2024
  • 88
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვხელმძღვანელობ ისრაელსა და ისრაელის სახელმწიფოს ომის შვიდ ფრონტზე და ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვხელმძღვანელობ ისრაელსა და ისრაელის სახელმწიფოს ომის შვიდ ფრონტზე და ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება

ვხელმძღვანელობ ისრაელსა და ისრაელის სახელმწიფოს ომის შვიდ ფრონტზე და ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თელ ავივის სასამართლოში განაცხადა, სადაც მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები მის ყურადღებას საჭიროებს და შესაძლებელია ბალანსის პოვნა ქვეყნის საჭიროებებსა და სასამართლო საჭიროებებს შორის.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო ძვირადღირებული საჩუქრები, ასევე ლობირებდა მედიაბიზნესის წარმომადგენლებს პრესაში თავისი საქმიანობის დადებითად გაშუქებისთვის.

ამ ბრალდებებს თავად ნეთანიაჰუ უარყოფს.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენს რეგიონში მიწისძვრა მოხდა. ჩვენ უკვე შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე და ამას გლობალური ეფექტი აქვს. ეს ჩემს ყურადღებას მოითხოვს. შესაძლებელია ბალანსის პოვნა ქვეყნის საჭიროებებსა და სასამართლო საჭიროებებს შორის. პრესაში კარგი გაშუქება რომ მნდომებოდა, შემეძლო, მემარცხენეების დღის წესრიგი ამეღო და დღეს აქ არ ვიდგებოდი. მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი საჯარო სამსახური იყო ყურადღებისა და სათაურების ძიებისგან სრულიად საპირისპირო. ობამას ადმინისტრაციის დროს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიმართა მუსლიმურ სამყაროს ქაიროში თავის დამამშვიდებელ სიტყვაში. და მან მიმართა ირანს, როგორც არა დიდ საფრთხეს, არამედ შესაძლებლობას. ასევე იყო მოთხოვნა დასახლებების მშენებლობის სრული გაყინვის შესახებ. მასიური ზეწოლა. ამის შესახებ პრესაში საშინელი გაშუქება იყო. იყო დანით დაჭრების ინტიფადა 2015-2016 წლებში, იყო სოციალური პროტესტი, ხაჭოს პროტესტით დაწყებული 2011 წელს, გვჭირდებოდა ამის მოგვარება და გავუმკლავდით. საჭირო იყო ობამასთან, ირანთან, პოლიტიკურ გამოწვევებთან, სოციალურ პროტესტებთან გამკლავება – ეს მხოლოდ იმის მცირე ნაწილია, რასთანაც მქონდა საქმე. ეს სრული ტყუილია. ვმუშაობ დღეში 17-18 საათი. ეს ყველამ იცის, ვინც მე მიცნობს. ასე ვმუშაობ. მე ვჭამ ჩემს სამუშაო მაგიდაზე, ეს არ არის კორდონ ბლუ, ეს არ არიან მიმტანები, რომლებიც თეთრი ხელთათმანებით მოდიან. ვმუშაობ მთელი დღის განმავლობაში, ღამის პირველ ან ორ საათზე ვიძინებ, დრო თითქმის არ მაქვს ოჯახის ნახვის, შვილების სანახავად, რაც გადასახდელი დიდი საფასურია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო პროცესზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor