• August

    13

    2024
  • 91
  • 0
გივი მიქანაძე – ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელსაც მტკიცებულება და საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში

გივი მიქანაძე – ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელსაც მტკიცებულება და საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში

ჰელსინკის კომისიის განცხადება არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, ვერ იქნება მიღებული, რადგან განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძეს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

მიქანაძის თქმით, ქოლცენტრების შესახებ ინფორმაცია სრული აბსურდია.

„ამ განცხადებაშივე იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლცენტრები არსებობს, რაც არის სრული აბსურდი. ამას სჭირდება მტკიცება და ჩვენ ველოდებით მათგან, რომ კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი. თუმცა, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ იქნება წარდგენილი. არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის განცხადება იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომელიც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად განახორციელეს, იმ დანაშაულებრივ ქსელზე, რომელიც კრიმინალმა კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ ქოლცენტრებთან მიმართებაში. ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება ყურადღების ქვეშ არის ქართული საზოგადოების მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ორ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა არჩევნებამდე. ასეთი განცხადების გაკეთება, რომელსაც არც მტკიცებულება, არც საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში“, – განაცხადა მიქანაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor