
,,გირჩი” ჯაფარიძე კვლავ მუქარითაა დაკავებული
ზურა გირჩი ჯაფარიძე მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი მუქარის შემცველი სტატუსის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამჯერად მას მისი მომხრეები აკრიტიკებენ. ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკის შემდგომ გაჩუმდა, არც მედიასთან გამოჩენილა. უცნობია, მისი პოზიცია, თუ რატომ ემუქრება იმ საზოგადოებას, რომელიც მისი და ამავდროულად, რადიკალური ოპოზიციის შეხედულებებს არ იზიარებს.
ჯაფარიძის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა თავად ოპოზიციისთვის, რომელსაც ზურა გირჩი ჯაფარიძის დაცვა, არც კი უცდია. ერთადერთი, ვინც მას გამოეხმაურა, ,,ვივამედის” ბელადის პარტიაა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, ჯაფარიძის მუქარის შემცველი პოსტი მომძლავრებული ემოციებით ახსნა.
,,ჯაფარიძე იმ ოპოზიციის სარკეა, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება რევანშისთვის უნდა”,- ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. მეტიც, ,,ქართულ ოცნებაში” იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი მუქარა სწორედ რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა.
ირაკლი გუნია





