
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
„გორბის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა, „ნაციონალური მოძრაობა” – 15,4%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა.
კერძოდ, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 60,2%;
„ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ პარტიებთან ერთად – 15,4%
გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0%
მამუკა ხაზარაძის გაერთიანება – 3.3 %
გიორგი გახარიას პარტია – 2.9 %
იაგო ხვიჩიას „გირჩი” – 2.8 %
„ლეიბორისტული პარტია“ – 2.0 %
„პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფო“ – 1.9 %
სხვა პარტიები – 2.5 %
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.





