• June

    1

    2026
  • 40
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, სამმართველომ პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები

გურამ მაჭარაშვილი – სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, სამმართველომ პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები

ვფიქრობ, სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, სამმართველომ პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, სიძულვილის ენას ვინ ვის მიმართ გამოიყენებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში სიძულვილის ენა და ბულინგი ფინანსდებოდა და ჯერ კიდევ უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამერიკის პრეზიდენტის ბრძანება გავიხსენოთ, როცა USAID გააუქმა, იქ მიზეზად რა ჩაწერა – ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს, აქციებს აფინანსებდა. არაერთხელ გამოქვეყნდა საჯარო დოკუმენტები, სადაც ევროპული ფონდები ძალადობრივ აქციებსა და სიძულვილის ენას აფინანსებდნენ. მაგალითად, კამპანია იყო – სიძულვილი გამოიჩინეთ და ჯარიმას ჩვენ გადაგიხდითო. ეს ფონდებიდან ფინანსდებოდა. სამწუხაროდ, სიძულვილი ამ ხალხის მიერ არის შემოტანილი.

ვფიქრობ, სამმართველო სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები. მნიშვნელობა არ აქვს, სიძულვილის ენას ვინ ვის მიმართ გამოიყენებს. მეხსიერება გვაქვს, სიძულვილის ენა საიდან მოდიოდა. პარლამენტში ვისი მხრიდან იყო ძალადობა, რომელ აქციებზე იყო ძალადობრივი ქმედებები. სიძულვილის ენას 99 პროცენტში “ნაცმოძრაობა” იყენებს“, – განაცხადა  გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor