• December

    20

    2024
  • 80
  • 0
დასავლეთიდან გაძლიერებული წნეხი, პერსონალური სანქციები და ევროპელი ლიდერების გზავნილები

დასავლეთიდან გაძლიერებული წნეხი, პერსონალური სანქციები და ევროპელი ლიდერების გზავნილები

საქართველოში მიმდინარე პროცესები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. ქვეყანაში არსებული ვითარება ამჯერად ევროკავშირის სამიტზე განიხილება. ევროპელი ლიდერების წინასწარი გზავნილი ხელისუფლების მისამართით კრიტიკულია და ერთი ერთში რადიკალური ოპოზიციის ნარატივს მიჰყვება. თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო წნეხი უნდა გაძლიერდეს. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ევროპარლამენტში ე.წ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა, რომელმაც ევროპარლამენტარებს უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

დასავლეთიდან გაძლიერებული წნეხისა თუ პერსონალური სანქციების ფონზე, მმართველ გუნდში 20 იანვარს და დონალ ტრამპის ინაუგურაციას ელოდებიან, რადგან სწორედ ამის შემდეგ ქვეყანაში პროცესები დასტაბილურდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთება. ევროკავშირის ლიდერების სამიტზე საქართველოს გარდა, უკრაინასა და სირიაში არსებულ ვითარებაზეც მსჯელობენ, სამიტის დასრულების შემდეგ კი, გამოქვეყნდება დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც იქნება საუბარი.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor