• November

    27

    2026
  • 19
  • 0
დიმიტრი პესკოვი – გარკვეულ მომენტში სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი, შეუერთდეს ევროკავშირს თუ გააგრძელოს ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში

დიმიტრი პესკოვი – გარკვეულ მომენტში სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი, შეუერთდეს ევროკავშირს თუ გააგრძელოს ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში

გარკვეულ მომენტში სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი, შეუერთდეს ევროკავშირს თუ გააგრძელოს ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა ერევნის მიერ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის ორიენტაციის არჩევა იქნება.

„დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება იმ არჩევანზე, რომელსაც სომხური მხარე გააკეთებს – გააკეთებს თუ არა მას, როდის გააკეთებს და როგორ. ორ სკამზე ჯდომის ეს სურვილი გარკვეულ მომენტში ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა გაუქმდეს რაიმე სახის არჩევანით, რადგან ევროკავშირზე ფოკუსირება და ევრაზიის ეკონომიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების სურვილი შეუთავსებელია. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. და, რა თქმა უნდა, სომხურმა მხარემ არჩევანი უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor