• May

    1

    2026
  • 28
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით ვარიანტები დიდ სამხედრო ესკალაციას ან შეთანხმებას გულისხმობს – „მე არ მირჩევნია დაბომბვის განახლება, მაგრამ ეს არის ვარიანტი“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით ვარიანტები დიდ სამხედრო ესკალაციას ან შეთანხმებას გულისხმობს – „მე არ მირჩევნია დაბომბვის განახლება, მაგრამ ეს არის ვარიანტი“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ირანის უახლესი წინადადებით.

„მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ამით კმაყოფილი არ ვარ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპმა არ დააკონკრეტა, ირანის უახლეს დოკუმენტში რისი მიღება არ შეუძლია და მიანიშნა, რომ თეირანის ოფიციალური პირები, შესაძლოა, ვერასდროს მივიდნენ ომის მოლაპარაკების გზით მოგვარებამდე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ხელმძღვანელობას შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა.

„მათ წინ წაიწიეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ოდესმე მიაღწევენ თუ არა მიზანს. ხელმძღვანელობა ძალიან დანაწევრებულია. მას ორი ან სამი ჯგუფი ჰყავს, შესაძლოა, ოთხიც, და ეს ძალიან შეუკავშირებელი ხელმძღვანელობაა. ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, ყველა მათგანს სურს შეთანხმება, მაგრამ ყველა მათგანი არეულია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი ვარიანტები დიდ სამხედრო ესკალაციას ან შეთანხმების დადებას მოიცავს.

„არსებობს ვარიანტები. გვინდა, უბრალოდ გავანადგუროთ ისინი, სამუდამოდ გავანადგუროთ თუ გვინდა, ვცადოთ შეთანხმების დადება? ეს არის ვარიანტები“, – თქვა ტრამპმა და დაადასტურა, რომ გუშინ, საღამოს აშშ-ის ცენტრალური სარდლობისგან სამხედრო ვარიანტების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ ურჩევნია დაბომბვის განახლება.

„ადამიანური თვალსაზრისით, მე არ მირჩევნია, მაგრამ ეს არის ვარიანტი: გვინდა, რომ იქ ძლიერად შევიდეთ და უბრალოდ გავანადგუროთ ისინი თუ გვინდა რაღაცის გაკეთება?“ – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ქურთული დაჯგუფებების ქმედებებით, რომლებმაც ვერ მოახერხეს ამერიკული იარაღის მიტანა ირანელ დემონსტრანტებამდე.

„ქურთებმა მათ იარაღი ვერ მიაწოდეს. ამით კმაყოფილი არ ვარ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მცირე რაოდენობით იარაღი მაინც გაიგზავნა, თუმცა სად არის ახლა – უცნობია.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ამერიკის სამხედრო პოტენციალსაც.

„მთელ მსოფლიოში გვაქვს უზარმაზარი მარაგი. ახლა გაორმაგებულია ის, რაც ამ კონფლიქტის დასაწყისში გვქონდა,“ – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის გააკრიტიკა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor