• April

    15

    2026
  • 99
  • 0
დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან

დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან

ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება და აშშ-ს შეუძლია, ამ ქვეყანასთან „დიდი შეთანხმება“ გააფორმოს.

დონალდ ტრამპის თქმითვე, „ირანს ბირთვულ იარაღს თუ მისცემ, მსოფლიო აფეთქდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა 2015 წელს ხელმოწერილი ირანის ბირთვული შეთანხმება „ყველაზე ცუდ შეთანხმებად“ მოიხსენია. მისი თქმით, აშშ-ს გასულ წელს ირანის ბირთვული ობიექტები რომ არ დაებომბა, ირანი ისრაელის, თავისი ახლო აღმოსავლელი მეზობლებისა და აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოისმინა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი ირანს იარაღს აწვდიდა, მან წერილი მისწერა ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს და სთხოვა, რომ ეს არ გაეკეთებინა. მისივე თქმით, სი ძინპინმა საპასუხო წერილში „არსებითად“ აღნიშნა, რომ ჩინეთი ამას არ აკეთებს.

რაც შეეხება ბენზინის ფასებს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ როდესაც ომი დასრულდება, ის მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამასთან, მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ შემცირდება ელექტროენერგიის ფასებიც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor