• December

    14

    2024
  • 84
  • 0
დონალდ ტუსკი გზების დაბლოკვის შესახებ პოლონელი აქტივისტების გადაწყვეტილებას პასუხობს –  ეს არღვევს სხვა მოქალაქეთა უფლებებს, ვანდალური შემთხვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

დონალდ ტუსკი გზების დაბლოკვის შესახებ პოლონელი აქტივისტების გადაწყვეტილებას პასუხობს – ეს არღვევს სხვა მოქალაქეთა უფლებებს, ვანდალური შემთხვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აქტივისტების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლებიც გზების მასობრივ დაბლოკვას გეგმავენ.

შესაბამისი განცხადება დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვანდალური შემთხვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„გზების დაბლოკვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, არღვევს სხვა მოქალაქეთა უფლებებს და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად. ღირს ამის ცოდნა“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მედია წერს, აქცია, რომელსაც აქტივისტები აანონსებენ, უნდა გახდეს „ბოლო კვირების განმავლობაში გზების ყველაზე დიდი დაბლოკვა“.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული.

აქტივისტები გზების გადაკეტვით ითხოვენ ყურადღების გამახვილებას შემდეგ საკითხებზე: გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობიდან მიღებული მოგების სრულად გადაცემა ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის; ასევე, ყოველთვიური საშვის შემოღება რეგიონული ტრანსპორტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor