• October

    9

    2026
  • 20
  • 0
დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

დრონებითა და “აეროსტატებით” თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა – “ვნუკოვომ”, “შერემეტიევომ”, “დომოდედოვომ” და “ჟუკოვსკიმ” – დრონებითა და აეროსტატებით თავდასხმების ფონზე მუშაობაზე დროებითი შეზღუდვები შემოიღეს. შეზღუდვები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:40 საათზე ამოქმედდა.

FlightRadad24-ის სერვისის ინფორმაციით, ყველაზე მეტად შეფერხებები აეროპორტ “ვნუკოვოს” შეეხო: რეისების 40%-ზე მეტი შეფერხდა, შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმდა.

მოსკოვის რეგიონის აეროპორტებს შეფერხებები 9 ოქტომბრის წინა ღამესაც შეეხო. მაშინ, დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო დაიხურა “ვნუკოვო”, “დომოდედოვო” და “ჟუკოვსკი”. ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი შეფერხდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor