• January

    27

    2025
  • 126
  • 0
ევრობიუროკრატების მოწადინების მიუხედავად ქართველი ხალხის არჩევანი მყარია და არ შეიცვლება

ევრობიუროკრატების მოწადინების მიუხედავად ქართველი ხალხის არჩევანი მყარია და არ შეიცვლება

საქართველოს წინააღმდეგ მასირებული თავდასხმები გრძელდება. ამჯერად თავი  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისარმა კაია კალასმა გამოიჩინეს. აშკარაა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატი და თანამდებობის პირი არასახელმწიფოებრივ მიდგომებს იყენებს და ცდილობს დაასუსტოს საქართველოს სუვერენიტეტი და შეეწინააღმდეგოს ქართველი ხალხის არჩევანს.

აი, რა განაცხადეს მათ საქართველოსთან მიმართებაში :

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი : ,,ჩვენ შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ”.

აღნიშნული განცხადება კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო : „ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ.

მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას, „შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე”.

ასეთი და სხვა მსგავსი განცხადებებით კოლექტიური დასავლეთის კონკრეტული წარმომადგენლები ცდილობენ შეგვასუსტონ და „ხელოვნურ კვებაზე“ ჰყავდეთ დესტრუქციული და აგენტურული ოპოზიცია და მათთან აფილირებული დაჯგუფებები, რათა საქართველოში მუდმივი რყევების ილუზია შეინარჩუნონ და ამდაგვარი პროვოკაციული ქცევით საკუთარი ფარული სურვილების ასრულებას და ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიონ, რაც, რა თქმა უნდა, აღუსრულებელი ამბავია და ვერავინ შეცვლის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მტკიცედ და ურყევად იქნა გამოხატული 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევით.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor