• November

    27

    2026
  • 27
  • 0
ევროპაში რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული ინციდენტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა

ევროპაში რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული ინციდენტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2026 წლის სექტემბრამდე) ევროპაში რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული ინციდენტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

IISS-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციების უმეტესობას კვლავ გამოუცდელი პირები ასრულებენ, დივერსიულ საქმიანობაში სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ შედარებით გამოცდილი პირებიც, რომლებიც უფრო რთულ მეთოდებს იყენებენ. მათ შორისაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც დროის ან დისტანციური მართვის დეტონატორებით არის აღჭურვილი.

„შუამავლების დაკავება მათ საქმიანობას აღკვეთს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან შეაკავოს რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც მათ საქმიანობას ხელმძღვანელობენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, გერმანია და პოლონეთი კვლავ ყველაზე ხშირ სამიზნე ქვეყნებად დარჩებიან, რადგან მათი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სამრეწველო ქსელები უკრაინის მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

IISS-ის განცხადებით, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე დაფიქსირებული ინციდენტების ნახევარზე მეტი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და სატრანსპორტო ქსელებზე თავდასხმას უკავშირდებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor