
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით რადიკალების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა
საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. შეხვედრა პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავჯდომარესთან და ბიძინა ივანიშვილთან. საუბრის თემა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე ბოლო კვირეებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტით უკმაყოფილოა რადიკალური ოპოზიცია. ნაწილი მას შეხვდა, ნაწილმა კი, შეხვედრაზე უარი განაცხადა და სოციალური ქსელებით ევროპელი სტუმრის მიმართ, არც კრიტიკა დაიშურა. ვინც მასთან შეხვედრაზე მივიდა დასვა კითხვა : აღიარებს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ? რაზეც რადიკალებმა პასუხი ვერ მიიღეს, რადგან ხელისუფლების აღიარება/არაღიარება ევროსაბჭოს ლეგიტიმაცია არაა.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვდა აქციებზე დაშავებულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს და უშუალოდ პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია.
რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი გაღიზიანება ალან ბერსეს უკავშირდება, რომელიც ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მეორე მხრივ, არაფერი თქვა იმაზე, რის თქმასაც მისი მხრიდან რადიკალები ელოდნენ.
ალან ბერსეს ვიზიტს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა, ამის შესახებ სახელისუფლებო გუნდში აღნიშნეს.
,,ქართული ოცნების” შეფასებით, მათი ოპონენტების განცხადებები რადიკალური ოპოზიციის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება და ვიზიტის ბოლო დღეს ალან ბერსე მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავს.
ირაკლი გუნია





