• October

    7

    2024
  • 82
  • 0
ემანუელ მაკრონი – ისრაელელი ხალხის ტკივილი რჩება ისეთივე მწვავედ, როგორც ერთი წლის წინ იყო, ჩვენ არ გვავიწყდება მსხვერპლები, არც მძევლები

ემანუელ მაკრონი – ისრაელელი ხალხის ტკივილი რჩება ისეთივე მწვავედ, როგორც ერთი წლის წინ იყო, ჩვენ არ გვავიწყდება მსხვერპლები, არც მძევლები

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის ერთი წლის თავს ეხმაურება.

„ტკივილი რჩება ისეთივე მწვავედ, როგორც ერთი წლის წინ იყო. ისრაელელი ხალხის ტკივილი და დაჭრილი კაცობრიობის ტკივილი. ჩვენ არ გვავიწყდება მსხვერპლები, არც მძევლები, არც ის ოჯახები, რომლებიც დამწუხრებული არიან დანაკლისით ან ოჯახის წევრების ლოდინით“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წალი გავიდა.7 ოქტომბერს გამთენიისას ისრაელში „ნოვას“ მუსიკალური ფესტივალის მსვლელობის დროს რაკეტები ისროლეს, „ჰამასის“ წევრები კი ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და იქ შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ფესტივალის მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი „ჰამასის“ წევრებმა მძევლად აიყვანეს, ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა. ფესტივალის პარალელურად, „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელი-ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარე დასახლებებშიც შეიჭრნენ. არსებული მონაცემებით, 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, 97 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ომის დაწყების შემდეგ კი ღაზის სექტორში 41 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უმეტესი მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor