• November

    27

    2026
  • 20
  • 0
ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს მოუწოდებს, ნაკლებად ქედმაღალი იყოს – „საარჩევნო კამპანიისას მეტი თავმდაბლობაა საჭირო, ვადის დასრულებამდე მე გავაგრძელებ მოვალეობის შესრულებას“

ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს მოუწოდებს, ნაკლებად ქედმაღალი იყოს – „საარჩევნო კამპანიისას მეტი თავმდაბლობაა საჭირო, ვადის დასრულებამდე მე გავაგრძელებ მოვალეობის შესრულებას“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტობის კანდიდატს, მარინ ლე პენს აკრიტიკებს და მოუწოდებს, ნაკლებად ქედმაღალი იყოს. მაკრონის თქმით, ლე პენი ისე იქცევა, თითქოს უკვე საფრანგეთის ბედს განაგებს, როცა ის პრეზიდენტად ჯერ არჩეული არ არის.

მაკრონმა ლე პენის განცხადებებს ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში უპასუხა. ლე პენმა ევროკომისია და მაკრონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი შეთანხმების მიღწევას არჩევნებამდე ცდილობენ, რათა ხელი შეუშალონ მის პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საფრანგეთის ინტერესების დაცვაში.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, მოლაპარაკებებისას საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტორს ითვალისწინებს. მისი თქმით, თუ ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმება წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებები 2027 წლის მეორე ნახევარში განახლდება, როდესაც საფრანგეთს უკვე ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, 2027 წლის მაისამდე ის კვლავ გააგრძელებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

„განსაკუთრებული ქედმაღლობაა საჭირო, რომ იფიქრო, თითქოს უკვე საფრანგეთის ბედს განაგებ. საარჩევნო კამპანიის დროს მეტი თავმდაბლობაა საჭირო, მაშინაც კი, თუ უკვე ხედავ საკუთარ თავს ამ თანამდებობაზე“, – აღნიშნა მაკრონმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor