
ექსკლუზივი : პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ბნელი ეპოქის დასასრული და შსს-ის ლაბირინთები ?
თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციელის ფორმა ხელშეუხებლობის სიმბოლო არ არის – ის არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა მოქალაქის წინაშე, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ სწორედ ამ ფორმის უკან იმალებიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის, შანტაჟისთვის, კორუფციული გარიგებებისთვის და სისტემური ტერორის გასატარებლად იყენებენ.
ასეთი ფიგურის სიმბოლოდ იქცა პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე – პირი, რომლის საქმიანობა დიდუბე- ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში არ ეფუძნებოდა კანონის უზენაესობას, არამედ შიშის პოლიტიკას, ზეწოლასა და შანტაჟის მექანიზმებს.
თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა – „GEO NEWS“-ის საქმე :
რაზმაძის სამიზნე მხოლოდ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არ იყვნენ. მისი განსაკუთრებული აგრესიის ობიექტად იქცა დამოუკიდებელი მედია, კონკრეტულად კი გამოცემა „GEO NEWS” – მისი დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი.
გამოცემის დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი წლების განმავლობაში ამხელდა სისტემურ მანკიერებებს შსს-ში, რაც ბუნებრივად აღიქვა რაზმაძემ, როგორც პირადი საფრთხე, რადგანაც თავად რაზმაძე წარმოადგენდა ისეთი სახის მანკიერ თანამშრომელს, რომელიც გარკვეული ინტერესების, თუ კანონგარეშე მდგარი დაკვეთების გამტარი და შემსრულებელი გახლდათ, რასაც ჩვენ არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენით. შედეგად, გამოცემის დამფუძნებლის წინააღმდეგ დაინერგა მიზანმიმართული ზეწოლა, დაშინება და არაერთი უკანონო ქმედება, რომელიც გასცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს.
ეს პირადი კონფლიქტი არ ყოფილა. ეს იყო თავისუფალი მედიის გაჩუმების ორგანიზებული და სისტემური მცდელობა, ვინაიდან მედია დაფუძნებულია ქეთი ხომერიკის მიერ, ხოლო რაზმაძე საკუთარი კანონგარეშე საქმიანობის გამო, მუდმივად გრძნობდა საფრთხეს და მიისწრაფვოდა მასზე ზეწოლისკენ, რამეთუ მსგავსი დავალებები მას სხვადასხვა მიმართულებიდან ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია წინარე პუბლიკაციებში.
„ვაგზლის მოედნის“ კორუფციული ქსელი ძალაუფლების ბნელი გეოგრაფია :
საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ რაზმაძის გავლენა გაცილებით შორს ვრცელდებოდა, ვიდრე ერთი სამმართველოს კედლები.
მისი საქმიანობა მოიცავდა :
მოვაჭრეებზე ზეწოლას „ვაგზლის მოედანზე“ – ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად იბრძოდნენ ოჯახური შემოსავლისთვის. პოლკოვნიკი მათთვის, ფაქტობრივად, „სასიცოცხლო გადასახადს“ აწესებდა და სისტემატურ დაშინებას იყენებდა.
„GEO NEWS“-თვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კახაბერ რაზმაძე დღესაც ემუქრება ერთ-ერთ გარე მოვაჭრეს პირადი ცხოვრების გასაჯაროებით და ცდილობს ის ყველა ახლობელთან დაადისტანციროს და კონფლიქტში ამყოფოს. სწორედ მსგავსი საფრთხე კონკრეტული ინდივიდის მიმართ წარმოქმნის ჩვენს ვალდებულებას, როგორც ჟურნალისტებისა კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მის პიროვნებას, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად, რამდენიმე თვის წინ, მოხსნილი იქნა დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოდან, რაც ჩვენ მკითხველს მყისიერად ვაუწყეთ.
ჩვენ ახლახან დაგვიკავშირდა ინკოგნიტო პიროვნება, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახაბერ რაზმაძე, ნუ იტყვი და, კვლავ დასაქმებული ყოფილა შსს-ში და საკუთარი ჩვევისათვის, არც ამ ეტაპზე უღალატია, რაც იმაში გამოიხატა, რომ ინკოგნიტო მკითხველისადმი თითქმის ისეთივე ქცევის მოდუსით გამოირჩევა, როგორც ჩვენი დამფუძნებლის მიმართ გამოირჩეოდა. ამიტომაც საზოგადოების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, და იმ მიზნით, რომ კახაბერ რაზმაძე მხილებული იქნას მისთვის ჩვეულ უმსგავსობაში, შედეგად კი არაერთი მსხვერპლი გადავარჩინოთ, ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე საჯაროს ვხდით.
რაზმაძის გავლენას აღიარებდნენ თავად სამმართველოს შიგნითაც – ის იქცა „ამორალური სისტემური ძალადობის არქიტექტორად“.
გენერალური ინსპექცია – ბრძოლა უხილავ კედელთან :
რაზმაძის საქმე გახდა ნამდვილი გამოცდა შსს-ის გენერალური ინსპექციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უწყების უფროსი დავით არჩვაძე და გამომძიებელი ლაშა კაპანაძე მონდომებით შეუდგნენ საქმეს, მოკვლევის პროცესი არაერთხელ შეეჯახა უხილავ ბარიერებს, თუმცა საბოლოოდ კახაბერ რაზმაძეს დაატოვებინეს თანამდებობა.
ინფორმირებული წყაროები მიუთითებდნენ ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ჩრდილოვან მხარდაჭერაზე, რომელიც რაზმაძეს „რაღაცის ფასად“ იცავდა.
გავრცელებული ცნობებით, პოლკოვნიკი წლების განმავლობაში აგროვებდა კომპრომატებს, „ინფორმაციულ არქივებს“, რომელთა მეშვეობითაც ცდილობდა საკუთარი ხელშეუხებლობა უზრუნველეყო.
ეს იყო სისტემა, სადაც ადამიანი, რომელიც კანონიერებას უნდა იცავდეს, კანონისგან იმუნიტეტს ყალბი ძალაუფლებით იქმნიდა.
რატომ არ დასრულებულა საფრთხე ?
მას შემდეგ, რაც ჩვენ ინკოგნიტო მკითხველი დაგვიკავშირდა დავიწყეთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება და პირველ რიგში დავუკავშირდით შსს-ს.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ვთხოვეთ დაედასტურებინათ, ან უარყოფა მოეხდინათ კახაბერ რაზმაძის სისტემაში კვლავ საქმიანობის ფაქტზე და ამ დრომდე ველით უკუკავშირს, რაც არაგონივრულად გაიწელა….
ჩვენი ძალოვანი წყაროების თქმით, კახაბერ რაზმაძე შსს-ის დაცვის პოლიციაშია დასაქმებული.
ბრძოლა სისტემასა და ჩრდილოვან გავლენებს შორის ?
კახაბერ რაზმაძის საქმე არ არის მხოლოდ ერთი კორუმპირებული პოლიციური ფიგურის ისტორია – ეს არის შეჯახება ორ მოდელს შორის : გაჯანსაღებული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი პოლიცია.
დიახ, ის მოდელი, რომელსაც ხელს უწყობს მინისტრი და დამოუკიდებელი მედია. და ჩრდილოვანი გავლენების ქსელი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა სისტემის შიგნით ფესვების გადგმას.
„GEO NEWS“ კვლავ აკვირდება პროცესს.
P.S. კახაბერ რაზმაძის საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ შსს-ის გენერალურ ინსპექციას, რომელმაც გენერალურ პროკურატურაში გადაგვამისამართა, ვინაიდან პირი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა ვინაობას არ ამხელს და საქმე პირად ცხოვრებას ეხება.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





