• November

    19

    2024
  • 95
  • 0
ექსკლუზივი – რუსეთის ფედერაციის უკიდურესი შეკავების ბირთვული სტრატეგია

ექსკლუზივი – რუსეთის ფედერაციის უკიდურესი შეკავების ბირთვული სტრატეგია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა, რითაც სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აყვანილი იქნა დღემდე ყველაზე ეფექტურად შემუშავებულ ბირთვული შეკავების სტრატეგიის სრული იმპლემენტაციის რეჟიმში. დოკუმენტის ნომერია 991 და ხელმოწერილი იქნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ 2024 წლის 19 ნოემბერს. 

აღნიშნულით, რუსეთის ფედერაციამ განაცხადი გააკეთა, რომ ის მსოფლიო დომინანტი ძალის პოზიციის დათმობას არ აპირებს. 

„ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ვადგენ: დამტკიცდეს ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის თანდართული საფუძვლები“, – აღნიშნულია განკარგულებაში N – 991.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა და რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ზომაა.

„რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პოტენციური მტრის აგრესიისგან შეკავება ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რომელიც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ სამხედრო კოალიციის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია და აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად.

„რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ: სახელმწიფოების, ბლოკებისა და ალიანსების, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ“, – წერია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ბირთვული ძალების პოტენციალის შენარჩუნებას ბირთვული შეკავებისთვის საკმარის დონეზე.

„ბირთვული შეკავება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ესმოდეს, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედების გარდაუვალობა. სამხედრო კონფლიქტის დროს სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით. ბირთვული შემაკავებელი ძალების გარკვეული ნაწილის მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება რუსეთის ბირთვული შეკავების პრინციპების ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთის ფედერაცია განიხილავს ბირთვულ იარაღს, როგორც შეკავების ეფექტურ საშუალებას და მის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გეგმავს.

ფაქტობრივად, ეს გეგმა არის სხვა აგრესიული და ბირთვული ალიანსების შეკავების ერთადერთი ეფექტური საშუალება, რადგანაც ყველა სხვა თავდაცვის ფორმა შესაძლოა, არაქმედითი აღმოჩნდეს საბოლოო ჟამში.

დოკუმენტში ძალაში დღეიდან შედის.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor