• September

    19

    2024
  • 77
  • 0
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროკურატურა ხუთივე პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. ბრალდებული ხუთი პირიდან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება.

კერძოდ, მიმალვაში არიან ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც, პროკურატურის ინფორმაციით, ქოლცენტრის არაოფიციალური მეწილეები და მმართველები იყვნენ.

პროკურატურის მტკიცებით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს დავით კეზერაშვილთან, მის დასთან და დის შვილთან მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ევროპული ქვეყნების მოქალაქეების თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმებიან და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვენ.

ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მისცეს პასუხისგებაში. საგამოძიებო უწყების ცნობით, დაზარალებულები გერმანიის, სლოვაკეთისა და სლოვენიის მოქალაქეები არიან. პროკურატურის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების მოქალაქეებმა 3 170 000 ევროს ზიანი მიიღეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor