
ვალერი კვარაცხელია: ,,გაუჭირდება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, გაიტანენ საახალწლოდ”
,,სალომეს გამოსვლას ვუსმინე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ ქართულს კი არ უქცევს ჩიქორთულად, ინგლისურსაც ჩინგლისურად აბდა-უბდობს, თურმე…
ამ ქართულით და ინგლისურით (აზროვნებაზე რომ არაფერი ვთქვა) გაუჭირდება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. გაიტანენ საახალწლოდ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ბატონი ვალერი კვარაცხელია წერს.
მოამზადა – ირაკლი გიორგაძემ





