• December

    21

    2024
  • 87
  • 0
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა მიგრაციასთან არის დაკავშირებული

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა მიგრაციასთან არის დაკავშირებული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გერმანიას თანაგრძნობა გამოუცხადა საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორბანმა აღნიშნა, რომ ეს და მსგავსი თავდასხმები დაკავშირებულია მიგრაციასთან.

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ხედავს კავშირს ევროპაში მომხდარ თავდასხმებსა და მის საზღვრებს გარედან მიგრაციას შორის, განსაკუთრებით 2015 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ. მისივე თქმით, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხე უზარმაზარი და მუდმივია.

„ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა, მაგრამ ახლა ხდება. უნგრეთს, იმის გამო, რომ არ სურს მაგდებურგში მომხდარის მსგავსი მოვლენები, დღეში მილიონი ევროთი აჯარიმებენ საზღვრების დაცვის გამო, რადგან ჩვენ არ ვუშვებთ მიგრანტებს უნგრეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანი არაერთხელ დაპირისპირებია ევროკავშირს კანონის უზენაესობის, მიგრაციისა და ლგბტ უფლებების საკითხებზე. იგი ხშირად წარმოაჩენს თავს უნგრეთის კულტურული იდენტობის დამცველად მუსლიმური იმიგრაციის წინააღმდეგ და ქრისტიანული ღირებულებების დამცველად დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე ხუთი პირი, ხოლო 68 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 15 მძიმედაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor