• December

    15

    2023
  • 138
  • 0
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება.

„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპულ საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნის შესახებ. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილების მიღების დროს ვიქტორ ორბანი დარბაზში არ იყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან და განაცხადა: „უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება, უნგრეთი არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“.

მოგვიანებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განმარტა, რომ ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, ის ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor