• April

    10

    2026
  • 97
  • 0
ვიქტორ ორბანი – ჩვენი ოპონენტები უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობენ, ჩვენს მხარდამჭერებს ემუქრებიან, შეთხზული ბრალდებებით არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ

ვიქტორ ორბანი – ჩვენი ოპონენტები უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობენ, ჩვენს მხარდამჭერებს ემუქრებიან, შეთხზული ბრალდებებით არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ

ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით არაფერზე დაიხევენ უკან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანის თქმით, მისი ოპონენტები უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობენ და ხელისუფლების მხარდამჭერებს ძალადობით ემუქრებიან.

„ჩვენი ოპონენტები ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით არაფერზე დაიხევენ უკან. ისინი უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობენ, ჩვენს მხარდამჭერებს ძალადობით ემუქრებიან და არჩევნებამდეც კი, შეთხზული ბრალდებებით არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი თქვენი ხმების დათვლამდეც კი დემონსტრაციებსა და არეულობას აწყობენ. მოდით, ნათლად ვთქვათ! ეს არის ორგანიზებული მცდელობა ქაოსის, ზეწოლისა და საერთაშორისო დისკრედიტაციის გზით ეჭვქვეშ დააყენონ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor