• December

    19

    2024
  • 92
  • 0
ვლადიმერ პუტინი – ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ოდესმე თუ იქნება შეხვედრა, დარწმუნებული ვარ, სალაპარაკო გვექნება

ვლადიმერ პუტინი – ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ოდესმე თუ იქნება შეხვედრა, დარწმუნებული ვარ, სალაპარაკო გვექნება

ოდესმე თუ იქნება შეხვედრა ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, დარწმუნებული ვარ, სალაპარაკო გვექნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერ დროს არის მზად შეხვდეს დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების გასამართად.

პუტინს შეკითხვა „ენბისის“ ჟურნალისტმა, კირ სიმონსმა დაუსვა.

„რა შემიძლია შევთავაზო არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, როცა შევხვდებით? ჯერ ერთი, არ ვიცი, როდის შევხვდებით, რადგან ამაზე არაფერს ამბობს. მე მასთან ოთხ წელზე მეტია არ მილაპარაკია და ამისთვის მზად ვარ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს და მზად ვიქნები შეხვედრისთვის, თუ მას ეს სურს. თქვენ და ხალხს, ვისაც ხელფასს გიხდიან შეერთებულ შტატებში, ძალიან გინდათ, რომ რუსეთი დასუსტებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მე სხვა თვალსაზრისი მაქვს. მე მჯერა, რომ რუსეთი ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ბევრად გაძლიერდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვხდებით ჭეშმარიტად სუვერენული ქვეყანა. ჩვენ უკვე არავისზე ვართ დამოკიდებული. პოლიტიკა არის კომპრომისის ხელოვნება და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვისაც და კომპრომისებისთვისაც. უბრალოდ, მოპირდაპირე მხარემ, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უარი თქვა მოლაპარაკებაზე. და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის. ამ მოლაპარაკებების შედეგი ყოველთვის კომპრომისია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor