• December

    18

    2024
  • 84
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ დროისთვის უკრაინას არ აქვს ძალა ტერიტორიების დასაბრუნებლად, შეუძლია, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის იმედი ჰქონდეს, აიძულონ პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ დროისთვის უკრაინას არ აქვს ძალა ტერიტორიების დასაბრუნებლად, შეუძლია, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის იმედი ჰქონდეს, აიძულონ პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

ამ დროისთვის უკრაინას არ აქვს ძალა რუსეთისგან ტერიტორიების დასაბრუნებლად, უკრაინელებს შეუძლიათ, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დიპლომატიური ზეწოლის იმედი ჰქონდეთ, რათა პუტინი აიძულონ, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ „პარიზიენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველას ეშინია პუტინის რუსეთის, რომელიც სარგებლობს დაუსჯელობით. ზელენსკის განცხადებით, ახლა უკრაინა არ არის სისუსტის, მაგრამ არც ძლიერ მდგომარეობაში მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა და ევროპა პუტინზე ზეწოლისთვის და ამ ომის შესაჩერებლად. ჩვენ ნატო-ში? ჩვენ არ ვიცით. ვიქნებით თუ არა ევროკავშირის ნაწილი? დიახ, მომავალში, მაგრამ როდის? ასეთ პირობებში პუტინთან მაგიდასთან დაჯდომა მას მისცემს უფლებას, გადაწყვიტოს ყველაფერი მსოფლიოს ჩვენს მხარეში. ჯერ უნდა შევიმუშაოთ მოდელი, სამოქმედო გეგმა ან სამშვიდობო გეგმა, რაც გინდათ დაარქვით. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, გადავცეთ ის პუტინს ან უფრო ფართოდ, რუსებს. მსოფლიოში არცერთ ლიდერს არ აქვს უფლება უკრაინის გარეშე პუტინთან მოლაპარაკების. ეს მანდატი არავისთვის გადაგვიცია. ჩვენ მსხვერპლნი ვართ. უსამართლო იქნება, თუ ყველამ დაიწყო საუბარი იმაზე, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ფრანგებმა საფრანგეთში, იტალიელებმა იტალიაში ან ამერიკელებმა აშშ-ში იციან, რა უნდათ საკუთარი თავისთვის. უკრაინელებმაც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor