• September

    15

    2026
  • 7
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, ვადა იანვრისთვის გადის და სასამართლოს მიმართ გვექნება თხოვნა, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს

თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, ვადა იანვრისთვის გადის და სასამართლოს მიმართ გვექნება თხოვნა, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს

საკონსტიტუციო სარჩელის ვადა იანვრისთვის გადიოდა და სასამართლოს მიმართ თხოვნა გვექნება, იქნებ, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო წელი არ არის და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენი ტაქტიკა ცნობილია – პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ, რათა იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს გზა გაეხსნათ, რომლებსაც ისინი ხელს უშლიდნენ, რომ პოლიტიკურ ველზე შესულიყვნენ. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადაცდეს. ჩვენი ამოცანაა, ეს პარტიები არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი. სამი თვის შემდეგ იქნება თუ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? ახლა საარჩევნო წელი არ არის, არც მომდევნო წელი. ამდენად, ამ ერთ, ორ და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს. არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ – არა. პოლიტიკირ ველზე არცერთი არაკონსტიტუციური პარტია არ უნდა დარჩეს. შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურია. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავიანთი დაიცვან.

სარჩელი როდესაც ყალიბდება ან პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, ყველას შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეს. იმ ეტაპზე ჩაითვალა, იქნებ არ ღირდა და კონცენტრირება უნდა მოგვეხდინა, ვთქვათ, იმ პარტიებზე, რომლებზეც უკვე შეტანილი გვქონდა. ახლა ჩაითვალა, საქმეს თუ ვაკეთებთ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაშინ არაკონსტიტუციურ პარტიად ვისაც ვთვლით, მოდი, გრადაციას ნუღარ მოვახდენთ და ყველა ეს საკითხი განხილულ იქნეს სასამართლოში. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გაიზიარებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს,  „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor