• September

    15

    2026
  • 17
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – სუს-ი რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია, ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, მოხარული ვარ, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა

თენგიზ შარმანაშვილი – სუს-ი რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია, ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, მოხარული ვარ, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია და ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მოხარულია, რომ გეკა გელაძე სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა.

„ეს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სწორი არ იყო, რომ ასეთი გამოცდილების მქონე კადრი ამ სივრცეს დაეკარგა და მასთან კონსულტაციების შედეგად შს სამინისტროში კონკრეტული პოზიცია შესთავაზეს. მოხარული ვარ, რომ გეკა გელაძე სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა. სწორია თუ არასწორი ხელმძღვანელების ასე ხშირი სვლა, როცა განცხადებას დამიწერთ, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ვერ გაგაჩერებთ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor