• October

    24

    2024
  • 65
  • 0
თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული მოქალაქეების რიცხვი 22-მდე გაიზარდა

თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული მოქალაქეების რიცხვი 22-მდე გაიზარდა

თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული მოქალაქეების რიცხვი 22-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

თურქეთის ხელისუფლებამ დაღუპული მოქალაქეების ვინაობა გაასაჯაროვა.

„„თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის“ შენობასთან ტერორისტულ თავდასხმას კომპანიის ხარისხის კონტროლის ოფიცერი ჩინგიზ ქოსკუნი, მექანიკოსი ზაჰიდე გუჩლუ, კომპანიის თანამშრომელი ჰასან ჰუსეინ კანბაზი, დაცვის თანამშრომელი ატაკან საჰინ ერდოღანი და ტაქსის მძღოლი მურატ არსლანი ემსხვერპლენ.

აფეთქებისა და სროლის ხმა 23 ოქტომბერს „თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის“ ობიექტებში, ანკარის კაჰრამანკაზანის რაიონში გაისმა. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ტერორისტი, რომლებიც თავს დაესხნენ ობიექტებს, უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.

ანკარის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor