• September

    23

    2024
  • 81
  • 0
ილჰამ ალიევი – გარე წრეები, რომლებსაც არ შეუძლიათ აზერბაიჯანის გამარჯვების მიღება, ახალ გეგმებს ამზადებენ ქვეყნის წინააღმდეგ

ილჰამ ალიევი – გარე წრეები, რომლებსაც არ შეუძლიათ აზერბაიჯანის გამარჯვების მიღება, ახალ გეგმებს ამზადებენ ქვეყნის წინააღმდეგ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, გარე წრეები, რომლებსაც არ შეუძლიათ აზერბაიჯანის გამარჯვების მიღება, ახალ გეგმებს ამზადებენ ქვეყნის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისის მეშვიდე მოწვევის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის მიზანი იმ მედიაკამპანიების, შავი პიარისა და ცილისწამების კამპანიების, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. მათ სურთ, ეს თემა დღის წესრიგში შეინარჩუნონ იმ იმედით, რომ აზერბაიჯანი ოდესმე თუ წაიბორძიკებს ან დასუსტდება, ჩვენ წინააღმდეგ ბინძური საქმეების წამოწყებას შეძლონ“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში რევანშისტული ძალები ძლიერდებიან. მისი თქმით, „ეს არ ეხება მხოლოდ მარგინალურ პოლიტიკურ ელემენტებს, არამედ სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებასაც“.

ალიევმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამხედრო ძლიერების გაზრდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მეორე ომი და ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ახალი კონფლიქტების კერების წარმოქმნა და ჩვენ გარშემო დაძაბულობის ესკალაცია, ისევე როგორც რევანშისტული ტენდენციები სომხეთში, გვაიძულებს, მუდმივად ვიყოთ ყურადღებით ამ სფეროს მიმართ“, – განაცხადა ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor