• September

    21

    2024
  • 82
  • 0
ირაკლი კობახიძემ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა

ირაკლი კობახიძემ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობახიძემ რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

„სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს.

ფონდ „ქართუს“ ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის შვიდ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პრემიერ-მინისტრმა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორს, ნოდარ ჟვანიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანსა და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულმა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor