• June

    3

    2026
  • 21
  • 0
ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ზე ბევრად მაღალი იქნება, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ზე ბევრად მაღალი იქნება, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.

„პირველი 4 თვის მაჩვენებელი პირველადი პროგნოზის წინააღმდეგ არის უფრო მაღალი, 8.3% და ამ პირობებში, ლოგიკურია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ზრდიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას. არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას. ასევე, კორუფციის აღმოფხვრა განსაკუთრებით მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესეც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor