• December

    19

    2024
  • 98
  • 0
ირაკლი კობახიძე კონსტრუქციული დიალოგისათვის მზად არის

ირაკლი კობახიძე კონსტრუქციული დიალოგისათვის მზად არის

დემოკრატიულ სახელმწიფოებში ყველა დაპირისპირებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს ცივილიზებულმა სამყარომ უკვე დიდი ხანია იცის. ქვეყანაში შექმნილი მძიმე და გაღრმავებული პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებს უშედეგოდ, თუმცა მაინც დიალოგისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ 21 დღიანი პროტესტი გამოიწვია. მთავრობის მეთაური მზად არის აქციის მონაწილეებსა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს და ესაუბროს, თუმცა, როცა მშვიდობასა და არეულობას შორის არჩევანის გაკეთების საკითხი დგება, ოპოზიციის მხრიდან ამჯერადაც შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, ისევ ქუჩის პროტესტს ირჩევენ და დიალოგზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნისა და ბოლო კვირეებში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

მკაფიოა ,,ქართული ოცნების” პოზიცია: ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, რაც შეეხება რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების აქციებზე დაკავებას, მათ შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, რომელთა პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ერთადერთი, ვისაც ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და არასტაბილური გარემოს შექმნა სჭირდება, რადიკალური ოპოზიციაა, ამიტომ რადიკალები კვლავ განაგრძობენ მორიგი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როდესაც წინა კვირებში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური გამზირი ცეცხლის ალში გაეხვა, მომიტინგეები მიზანმიმართულად ესროდნენ პიროტექნიკას სამართალდამცავებს, მოლოტოვის კოქტეილებით წვავდნენ საკანონდებლო ორგანოს, თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს და ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას. მხოლოდ ეს მცირე ჩამონათვალი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის გაზრდით ოპოზიცია არის დაკავებული. დაძაბულობის ზრდის და საზოგადოების დაყოფის კიდევ ერთი ინიციატორი სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც მიმდინარე აქციებზე სკოლის მოსწავლეებს რადიკალურ პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისა თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმა ჩავარდა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor