• August

    15

    2024
  • 94
  • 0
ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის რეჟიმმა ღალატი როცა ჩაიდინა, მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა და მათი დანაშაული ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის რეჟიმმა ღალატი როცა ჩაიდინა, მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა და მათი დანაშაული ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული

სააკაშვილის რეჟიმმა ღალატი როცა ჩაიდინა, მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა და მათი დანაშაული ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე.

„სააკაშვილის რეჟიმმა ღალატი როცა ჩაიდინა, მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა. შესაბამისად, ისინი გამოხატავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ სხვა ძალების ინტერესებს. მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, მათი დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული. პირიქით, მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჰააგისა და სტრასბურგის პროცესებზე დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები.

„ჰააგის და სტრასბურგის პროცესები ჩვენ მოვიგეთ. ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, მეორე შემთხვევაში დადგინდა, რომ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ეს არის გამარჯვება, რაც მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ომის დაწყებაზე არ უმსჯელია არც ჰააგას და არც სტრასბურგს, ეს არ იყო მათი პრეროგატივა. ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ გამარჯვებას ამ პროცესებში, დავიცავით ქართული სახელმწიფოს, ქართული ჯარის ინტერესები. ორივე პროცესზე დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ასეთი იყო პრინციპული გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor